Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
სანამ სიკვდილმა...
სანამ სიკვდილმა ფრთა არ დაიქნია
მოდი და მითხარი როგორ მოგენატრე
დროის უტყვ სარტყელში ფიქრი აირია
შენი ღვთაებრივი სუნთქვით უნდა დავთვრე
სანამ სიკვდილმა ფრთა არ დაიქნია
ჩვენი სახელები ზეცით აივსება
მსხვერპლათ მოძღვნილი გული დაჭრილია
და ვერ დაამუნჯეს იგი დაისებმა
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა-როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ,ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობა და საყვედურიც?
პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო,მაგრამ მახინჯი.
წითელმა:ის სჯობს ,ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ?მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
ეთუოდ მგოსნად
და უთუოდ-საქართველოში...
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.
* * *
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს,
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვავს თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,
მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო,
რამეთუ თვითონ მონატრებაც სიყვარულია
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
მ
ი
ნ
დ
ა
მ
ი
ნ
დ
ა
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
რა უფეროა უშენო დღე
და რა წყეული უშენო ღამე,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
როგორ ვივიწყებ შენეულ წყენას,
როგორ ვიტკიებ უშენო წამებს,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
როგორ გიცდიდი, როგორ გელოდი,
როგორ ვიცრემლე, როგორ ვეწამე,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ სულ მალე,
დაგავიწყდები, მითხარი რამე
ცოდვილ მიწაზე
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.
მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.
ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე
მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ,
მატოს დამადგა მძიმე უღელი,
მარტოს მაწვალებს გადასარჩენად,
მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი.
რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?!
რატომ დამტოვა მარტო, ეული?!
რატომ არ მომცა მე სიყვარული,
რომ გამიმთელოს გული სნეული?!
გაივლის წლები, დრო შეიცვლება,
მარტო დავრჩები, ისევ წყეული.
ასე ყოფილა ეს ბედისწერა,
უნდა დამტოვოს მუდამ ეული..........."
დღე, დღეს მისდევს
ღამე, ღამეს, ფიქრი, ფიქრს
და წამი წამს.
თვალზე ცრემლი მომადგება
ფიქრი შენსკენ წამიყვანს,
ღმერთს ვავედრებ ჩვენს სიყვარულს,
გული ჩუმად ატირდა,
ამ სიყვარულს გეფიცები
მე შენს მეტი არვინ მყავს,
ჩუმად ისევ მოვალ შენთან
სიზმრრად გეტყვი მიყვარხარ
მერე ჩუმად გაგეცლები.
და შენ მე ვეღარ მნახავ
ვიცი ალბათ ოდეს გნახავ,
ოდეს ისევ შევხვდებით,
შენ კი გვერძე ჩამიქრომებ.
და არც კი შეჩერდები
რადგან შენს გულს
სულ სხვა უყვარს და
უკვე სულ სხვას ეტრფი
მე კი შენ არც გახსოვარ
და აღარც გესიზმრები.
ღამე გამეფდა ღრუბლიან ცაზე,
ჩემს სახურავზე ანათებს მთვარე,
ყოველთვის ვტირი ამ სიმღერაზე
თუ მენატრები და თუ ვერ გნახე.
შენზე ფიქრია, რომ ადნობს სანთელს,
და ჩემი გრძნობა, რომ უძლებს ამდენს _
შენს გამოხედვას, ამღვრეულ თვალებს,
არ ვიცი კიდევ აიტანს რამდენს.
ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა
არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ რა ვუყოთ თითებს?
იმ ხელს, რომელიც თრთის და
მოფერებასაც ითმენს....
არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ მაგ თვალთა კრთომა?
პატარა ბავშვიც ჰპოვებს
იმათში სითბოს თოვას...
ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?..
ძვირფასო, ხომ არ გცივა?...
ხომ არ შეგემთხვა ავი
და გული ხომ არ გტკივა...
გულში დამალავ გრძნობას,
ჩააქრობ ტრფობის ალებს,
მაგრამ რას უზამ თითებს?..
თვალებს....რას უზამ თვალებს?....
საფლავი
ცრემლი დაღვრილი და დასაღვრელი ისე წმინდაა
რომ მისი ფასი დედამიწაზე არავინ იცის
და ერთადერთი მე რის გამოც სიკვდილი მინდა
მინდა შევიგრძნო დანამული სხეული მიწის
ო როგორ მინდა რომ შემეძლოს ახლა სიკვდილი
რომ სიცოცხლეზე უკანასკნელ ჰანგად ვიმღერო
მინდა ჰო მინდა რომ დასრულდეს ბრძოლა ჭიდილი
უკანასკნელად სიკვდილის წინ მინდა ვიმღერო
სიტყვები თითქოს მითავდება ბინდი მიტაცებს
და ამ სიცოცხლის შარბათს ვიღაც ხელშივე მაცლის
თითქოს სიკვდილი სამოთხისთვის მანამ მიტაცებს
სანამ ცოდვების სამყაროდან დრო არის გაცლის
მოდით მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა
მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია
გთხოვთ მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა
და მითხარით რომ ყველაფერი ეს სიზმარია
მოდით დალიეთ თითო ჭიქა ვნების ფიალა
გადამაქციეთ აკლდამაზე თვით სისხლი უფლის
დალოცეთ ყველა ვისაც წვავდა გრძნობის იარა
გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის
მე საფლავიდან ამოვხეთქე ამ სათუთ ლექსად
დავიბადები ალბათ მარტში სანატრელ თავსხმად
ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად
და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად.
გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.
მთელ ჩემს სიყვარულს შენ გიბრუნებ, შენ დაგიბრუნებ
ყველაფერს, რასაც თავად ფლობდი, როგორც მეუფე;
ჩემში გრძნობათა ნაკვალევს თუ სადმე იგულებ,
შენ დაგიბრუნებ!... მთელ შენს კუთვნილს შენ დაეუფლე!
თუ ჩემს სიყვარულს შეითვისებს შენი ბუნება,
თუ ჩემს გაძარცვას ვეღარასგზით გვერდს ვერ აუვლი,
ჩემგან განცდილით გამდიდრების თუ გაქვს ცდუნება,
დაე, ეს იყოს მთელი შენი დანაშაული.
მიჯობს, მაცდური სათნოების მერქვას მონა და
ჩემს უკაცრიელ გულში წყენა ვერვინ დატიოს,
დაე, სიყვარულს გადაბრალდეს ცოდვის ქონა და
შენ გეპატიოს ყველაფერი, შენ გეპატიოს!
თუ კვლავ გწადია ჩემს ტკივილში ეძიო ტკბობა,
ის მიჯობს მომკლა, ვიდრე ჩვენში მეფობდეს მტრობა!
"ერთ მშვენიერ დღეს, თუკი ადამიანი ნამდვილ
სიყვარულს ამოფრქვევის საშუალებას მისცემს,
დალაგებულ-მოწესრიგებული საგნებიც კი ქაოსში გაეხვევა.
სამყარო კი მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი,
როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის.
მანამდე კი მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება-რწმენით,
თითქოს სიყვარულისა რამე გაგვეგებოდეს, არადა,
მისი დაფასება ჯერაც ვერ გვისწავლია".......
მე არასოდეს მითხოვია ეს სიყვარული,
ვერ გავბედავდი შენთვის წმინდა გრძნობა მეთხოვა,
მაგრად მიყვარდი, თავდავიწყებით მე შენ მიყვარდი,
სულს დაგითმობდი დაუფიქრებლად შენ რომ გეთხოვა.
მე შენი სუნთქვა მასულდგმულებდა
მიყვარდი, მართლაც ძლიერ მიყვარდი,
მაგრამ დრომ გრძნობა თითქოს წაშალა,
და მეც თითქმის გადამიყვარდი.
გულის სიღრმეში მაინც მაკლიხარ,
მაინც ცოცხლობენ შენზე ფიქრები,
მაგრამ იცოდე არასდროს ვფიქრობ,
რომ შენ ოდესმე ჩემი იქნები.
იმ ყველა ცრემლის მიუხედავად,
მოგონებებში მაინც იცოცხლებ,
აღარ მიყვარხარ მაგრამ იცოდე,
მემახსოვრები სნამ ვიცოცხლებ.
ლამაზი სიკვდილი
როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.
როცა კვირტები აფეთქდებიან,
როცა სიმღერას იტყვი სასურველს,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.
როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.
როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები.
მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები, გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად,
დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სიყვარული ისეთივე მარადიულია როგორც განშორება
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
და თუ მიხვდები რომ სიყვარულს ჭკნობის უნარი აქვს შეეცადე სულ ყვაოდეს